AMC-მ თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის, „მოსიარულე მკვდრების“ მორიგი სპინოფის პრემიერის თარიღი დაასახელა.
შოუ სახელწოდებით „ისინი, ვინც გადარჩნენ“ ეკრანებზე 25 თებერვალს გავა. მასში ორიგინალური სერიალის მთავარი პერსონაჟების რიკ გრაიმსისა და მიშონის ისტორია გაგრძელდება. თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან ენდრიუ ლინკოლნი და დანაი გურირა. AMC-მ შოუს თიზერიც გამოაქვეყნა.
შოუს ავტორები ამბობენ, რომ 6-სერიანი პროექტი „სიყვარულის ეპიკური ისტორია“ იქნება. სერიალის შოურანერი სკოტ გიმპლია. მთავარი როლების შემსრულებლების ნაცვლად პროექტში ტერი ოქუინი, ლესლი-ენ ბრანდტი და პოლიანა მაკინტოში თამაშობენ.