„18 სექტემბერს თბილისში ცნობილი ტოპმოდელის, კლაუდია შიფერის პირადი წარმომადგენელი ჩამოვა, რომელიც თბილისის მერიის კულტურის სამმართველოს ხელმძღვანელობასთან მისი მომავალი ვიზიტის დეტალებს შეათანხმებს“, - იუწყება თბილისის კულტურის სამმართველოს უფროსი, დავით ოქიტაშვილი.
კლაუდია შიფერმა თბილისში საკუთარი ოფისის გახსნა განიზრახა, სადაც ერთ ქართველ გოგონას შეარჩევს, რომელსაც მოგვიანებით ნიუ-იორკში ფოტომოდელების საკუთარ სტუდიაში მოამზადებს.
დღეისთვის დავით ოქიტაშვილის თქმით, მთავარი პრობლემა ვარსკვლავის ვიზიტის ფინანსური უზრუნველყოფაა.
„იმ შემთხვევაში, თუ მისი პირადი წარმომადგენელი დათანხმდება ტოპმოდელის ვიზიტის ხარჯების საუთარ თავზე აღებას, კერძოდ მის განთავსებას თბილისში, მაშინ კლაუდია შიფერს ოქტომბრის დასაწყისში უნდა ველოდოთ“, - დასძენს ოქიტაშვილი.