რობინ დანიგანი: ჩემი პირველი შთაბეჭდილება არის ის, რომ საქართველო არა მხოლოდ ულამაზესია, არამედ ქართველი ხალხი არაჩვეულებრივია, თბილი. მომეწონა სამზარეულო, კულტურა, ყველაფერი

რობინ დანიგანი: ჩემი პირველი შთაბეჭდილება არის ის, რომ საქართველო არა მხოლოდ ულამაზესია, არამედ ქართველი ხალხი არაჩვეულებრივია, თბილი. მომეწონა სამზარეულო, კულტურა, ყველაფერი

მე ძალიან გამიმართლა, რომ წარმოვადგენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საქართველოში. ჩემი პირველი შთაბეჭდილება არის ის, რომ საქართველო არა მხოლოდ ულამაზესია, არამედ ქართველი ხალხი არაჩვეულებრივია, თბილი. მომეწონა სამზარეულო, კულტურა, ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ღირებულებებმა, რასაც ჩვენ ვიზიარებთ. ძალიან ვაფასებ ამ თბილ მიღებას საქართველოში ყველასგან - მთავრობისგან, პრეზიდენტისგან, ხალხისგან, სამოქალაქო ორგანიზაციებისგან. ვისაც შევხვდი, დავინახე ერთგულება იმისა, რომ მათ სურთ გააღრმაონ ჩვენი ურთიერთობა და ჩვენ ამას გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში“, - აღნიშნა დანიგანმა.