9 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე, ქალაქ ტფილისის ერთ-ერთ ბინაზე საქართველოს საგანგებო კომისიამ დააპატიმრა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი მინისტრი ნოე ხომერიკი.
საოკუპაციო ხელისუფლების ორგანო „კომუნისტმა“ ეს ამბავი საზოგადოებას შემდეგნაირად ამცნო:
„გუშინ, საქართველოს საგანგებო კომისიის აგენტებმა დააპატიმრეს ტფილისში საქართველოს ყოფილი მენშევიკური პარტიის ერთი ბელადთაგანი, ბანდების ორგანიზატორი, ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი, ნოე ხომერიკი“.
ბანდების ორგანიზატორს უწოდებენ ადამიანს, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს, როგორც ქართველ ხალხისთვის თავდადებულ პატრიოტს, უშიშარ რევოლუციონერს, ძველ სოციალისტ-მოღვაწეს.
ასე შეცვლილა დღეს მდგომარეობა დაპყრობილ საქართველოში: ნამდვილი ბანდიტები ყაჩაღი-ოკუპანტები, სთვლიან ბანდიტათ საქართველოს ყოველ პატიოსან მოქალაქეს, ცნობილ მოღვაწეს, რომელიც ებრძვის ოკუპანტებს საქართველოს გასანთავისუფლებლად.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას