რადიკალურ ოპოზიციას წინასწარ სასპეკულაციო თემების დაგროვება ესაჭიროება. იმ შემთხვევაში, თუკი მარცხს განიცდიან და როგორც ჩანს ამას შეგუებული არიან, რაც შეიძლება მეტი სასაუბრო თემა ჰქონდეთ, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იგი ემხრობა, არჩევნებზე ახალი, დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენებას. თუმცა, იგი ასევე აცხადებს, რომ მოსახლეობის ნაწილს შესაძლოა ჰქონდეს წინააღმდეგობა ამ კუთხით.
„მათთან მიმართებაში ცალკეული უფლებების რეალიზების შესაძლებლობის მინიჭება, ეს არის საკითხი, რომელსაც უყურადღებოდ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავტოვებთ. არსებობს ნებისმიერი რისკის დაზღვევის შესაძლებლობა, რა რისკსაც არ უნდა ხედავდეს ოპოზიცია. სასპეკულაციო თემების დაგროვება ესაჭიროებათ წინასწარ, იმ შემთხვევაში, თუკი მარცხს განიცდიან და როგორც ჩანს ამას შეგუებული არიან, რაც შეიძლება მეტი სასაუბრო თემა მოიპოვონ“, - განაცხადა სარჯველაძემ.
„ევროპელი სოციალისტების“ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვითაც, მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ძველი, ლამინირებული პირადობის მოწმობითაც შეეძლებათ. ცვლილებები, რომელიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შედის, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.