არ მესმის „ლელო“ რატომ ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენთან არ გაერთიანდებიან. არავის უთხოვია მათთან გაერთიანება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
„ჩვენ არავისთან გაერთიანება არ გვჭირდება, ჩვენით მივხედავთ ჩვენ თავსაც, ჩვენს საქმესაც და იმ დიდ საქმესაც რასაც ჰქვია სტატუს კვოს შეცვლა 2024 წელს. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, რომ ლელო 2024 წლის არჩევნებში ისე გამოვიდეს, რომ ბარიერი გადალახოს და პარლამენტში მოხვდეს. არამხოლოდ „ლელოს“ შემთხვევაში გვესმის, რომ არ შეიძლება პარლამენტში ვიყოთ მხოლოდ ჩვენ, „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, - განაცხადა დაუშვილმა.