ჟოლოს მუსი

ჟოლოს მუსი

ინგრედიენტები

2 1/2  ჭიქა გაყინული ჟოლო

1/2  ჭიქა შაქარი

2   ს/კ ლიმონის წვენი

1   ს/კ ჟელატინი (არომატის გარეშე)

3   ჭიქა სქელი ასათქვეფი ნაღები

6   ს/კ შაქრის პუდრა

100   გრამი „ლედის თითები“

340   გრამი ახალი ჟოლო

12   ცალი პიტნის ფოთოლი

1   ჭიქა თბილი წყალი

1   ს/კ ლიმონის წვენი

1   ს/კ შაქარი

მომზადებ

საშუალო ქვაბში მოათავსეთ 2.5 ჭიქა გაყინული ჟოლო და ½ ჭიქა შაქარი. ადუღეთ და დროდადრო მოურიეთ. უნდა მიიღოთ ჯემის მსგავსი მასა. გადმოდგით ცეცხლიდან. თასზე ზემოდან მოათავსეთ საწური და მიღებული მასა ზედ გადაიტანეთ. კოვზით კარგად დააწექით, რომ წვენი მთლიანად თასში ჩავიდეს. მიღებულ წვენს შეურიეთ 2 ს/კ ლიმონის წვენი და 1 ს/კ ჟელატინი (არომატის გარეშე). გადაიტანეთ იმავე ქვაბში და დადგით საშუალო ტემპერატურაზე, ურიეთ ჟელატინის გახსნამდე და ნაზავის გაცხელებამდე (არ უნდა ადუღდეს). გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე (გადაიტანეთ სხვა თასში, რათა უფრო სწრაფად გაცივდეს). დიდი ხნით ნუ გააგრილებთ, რადგან გასქელდება.

„ლედის თითები“ 3 ნაწილად დაჭერით. გააკეთეთ სიროფი: პატარა თასში მოათავსეთ 1 ჭიქა თბილი წყალი, 1 ს/კ ლიმონის წვენი და 1 ს/კ შაქარი. თითოეული ნაჭერი სიროფში 2 წამით მოათავსეთ. შემდეგ „ლედის თითები“ 6 ცალი ჭიქის ძირში ერთ ფენად მოალაგეთ.

როცა ჟოლოს სიროფი გაგრილდება, დაიწყეთ კრემისა და მუსის გაკეთება. 3 ჭიქა ნაღები 6 ს/კ შაქრის პუდრასთან ერთად თასში მიქსერით მაღალ ტემპერატურაზე ათქვიფეთ, ფაფუკი მასის მიღებამდე. 1.5 ჭიქა ათქვეფილი ნაღები საკონდიტრო კრემის ტომარაში გადაიტანეთ(ვარსკვლავის ფორმის თავით). გამოყენებამდე მაცივარში შედგით.

დარჩენილ გათქვეფილ ნაღებში ნელ–ნელა ჩაასხით გადანახული ჟოლოს სიროფი(ოთახის ტემპერატურის) და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მუსი ჩაასხით სხვა საკონდიტრო კრემის ტომარაში და მოასხით 6–ვე ჭიქაში მოთავსებულ „ლედის თითებს“. გადაინახეთ 6 ცალი ყველაზე დიდი და ლამაზი ჟოლო. დანარჩენი ჟოლო კი მუსის ზემოდან ჭიქებში ერთ ფენად მოალაგეთ. ჟოლოებს ისევ მუსი მოასხით. ბოლოს კი, მორთეთ გადანახული გათქვეფილი ნაღებით. გააფორმეთ ჟოლოთი და პიტნის ფოთლებით. მირთმევამდე შედგით მაცივარში 1 საათით. გემრიელად მიირთვით!