Louis Vuitton-მა საშობაოდ საბავშვო კოლექცია წარადგინა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კოლექციაში შედის როგორც ტანსაცმელი და აქსესუარები, ასევე სათამაშოები. თუმცა ბევრი მოდის ფრანგულ სახლს ნივთების ფასის გამო აკრიტიკებს. მაგალითად, სათამაშო დათუნია ახალი კოლექციიდან 1 085 დოლარი ღირს, ვერცხლის საჩხარუნო კი 1 415 დოლარი.
კოლექციის ყველაზე ძვირადღირებული ობიექტი კი კარადაა, რომელიც Louis Vuitton-ის ჩანთის სტილშია შესრულებული და 7 576 დოლარი ღირს.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ მაღალი მოთხოვნის გამო, ინტერნეტ-მაღაზიაში საჩხარუნოს ყიდვა უკვე შეუძლებლია.