პარლამენტმა უმრავლესობის კვოტით ორი ახალი ვიცე-სპიკერი აირჩია - „ქართული ოცნების“ დეპუტატები გიორგი კახიანი და ირაკლი ჩიქოვანი.
რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 15 ნოემბერს მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა ხუთიდან შვიდამდე გაიზარდა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე - საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.
„ქართული ოცნების“ წარდგენით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან: ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი კახიანი და არჩილ თალაკვაძე. პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას კი გიორგი ვოლსკი იკავებს. ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერია პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე.
ოპოზიციისთვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვიცე-სპიკერად ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ უჭერს და ამას პოლიტიკური გადაწყვეტილებით ხსნის.