ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრაზე და იქ განხილულ საკითხებზე „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.
„ჩვენი მხრიდან ხაზგასმული იყო, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება იქნება ყველაზე მაღალი ხარისხის შეფასება და შეფასების ფაქტორი საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების კონტექსტში და შემდგომ უკვე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში, ასევე ის პრობლემები, რომელიც იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესში“, - აღნიშნა დეკანოიძემ,
15 – 16 დეკემბერს საქართველო ვენეციის კომისიისგან სამი მიმართულებით სამართლებრივ შეფასებას ელოდება. დასკვნა შეეხება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს უკავშირდება, ასევე ვენეციის კომისია შეაფასებს სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებთან დაკავშირებით უკვე მიღებულ კანონებს. დასკვნამდე ვენეციის კომისიის დელეგაცია თბილისშია და შეხვედრებს მართვას.