ბოლო ათმა წელმა აჩვენა ძალიან საინტერესო რამ, რომ უამრავი დრო იყო დაკარგული ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით, - ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ხნის წინ ოცნებად ჩანდა, თუმცა შესაძლებელი ყოფილა ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ შესვლა.
„მგონია, ოპოზიციის მთავარი გათვლა იმაზეა, რომ ის ელექტორატი, რაც არის, როგორმე დაიჭირონ. ბოლო ათმა წელმა აჩვენა ძალიან საინტერესო რამ, რომ უამრავი დრო იყო დაკარგული ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით. ის, რაც ოცნებად ჩანდა არცთუ დიდი ხნის წინ, თურმე შესაძლებელი ყოფილა, თურმე შეიძლებოდა ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ შესვლა. მე თვითონ ვოცნებობდი ამაზე, როდის მოხდებოდა, რომ ვიზის გარეშე წავსულიყავით. თურმე, ეს შესაძლებელი ყოფილა, მაგრამ როგორც კი მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, ამ პერიოდში ოპოზიცია საუბრობდა ზუსტად იმ ნარატივით, რასაც რუსეთი აკეთებდა.
ახლაც, ასეთი ისტორიული მოვლენა ხდებოდა საქართველოს გარშემო და ფაქტობრივად, ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. ყველაზე არასამართლიანი იყო ხელჩაქნეულზე ფრაზა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ამას და ხელისუფლება - არა“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.