ჟოლოს მურაბა ცოცხლად

ჟოლოს მურაბა ცოცხლად

ინგრედიენტები

1   კგ. ჟოლო

2   კგ. შაქარი

მომზადებ

ჟოლო გავრეცხოთ და მოვათავსოთ თუშფალანგზე, რომ დაიწრიტოს.

გარეცხილი ჟოლო და შაქარი ფენა-ფენა ჩავყაროთ ემალის ქვაბში და მაშინვე ხის კოვზით მოვურიოთ. იმდენ ხანს ვურიოთ, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება და შემდეგ თავსახური დავაფაროთ.

ასე ვურიოთ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, დღეში რამოდენიმეჯერ. გავუსინჯოთ ხოლმე გემო და რომ დავრწმუნდებით, რომ შაქარი ბოლომდე გაიხსნა, ჩავასხათ ხრახნიან ქილებში და მაცივარში შევინახოთ.