11 ოქტომბერს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოში მოქმედ 35–მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მავთულხლართების, ღობეების დამიწათხრილების მონტაჟის შედეგად შექმნილი ვითარება.
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათი რეკომენდაციები მოისმინეს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის ანალოგიური ტიპის შეხვედრების მომავალში გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.