პროკურატურა მერაბ ჟორდანიას გათავისუფლებას არ ჩქარობს

პროკურატურა მერაბ ჟორდანიას გათავისუფლებას არ ჩქარობს

ჯერჯერობით ისევ პატიმრობაში რჩება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია.

გენერალურ პროკურატურას შინაგან საქმეთა სამინისტროდან მისი გათავისუფლების შესახებ აცნობეს. ეს დადგენილება გუშინ დილით მიიღეს.

ამ დადგენილებას ხელი გენერალურ პროკურატურაში უნდა მოეწეროს, თუმცა გამოძიება აცხადებს, რომ 10 დღიანი ვადა აქვს და ამ პროცედურის ჩატარებას არ ჩქარობს.

მერაბ ჟორდანიამ ხუთშაბათს თავისუფლების სანაცვლოდ ბიუჯეტში 742 ათასი ლარი გადარიცხა, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, თუმცა გამოძიება კვლავ გრძელდება.

მერაბ ჟორდანია გასული წლის 12 დეკემბერს დააკავა პოლიციამ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს ბიუჯეტის კუთვნილი 741 989 ლარის მითვისების გამო.