ბაჩო დოლიძე: თუ პარლამენტარი პარლამენტში დღის წესრიგს ვერ ქმნი, ქუჩაში როგორ უნდა შექმნას?! - გვყავს დეპუტატები, რომლებსაც საერთოდ განცხადება არ გაუკეთებიათ

ბაჩო დოლიძე: თუ პარლამენტარი პარლამენტში დღის წესრიგს ვერ ქმნი, ქუჩაში როგორ უნდა შექმნას?! - გვყავს დეპუტატები, რომლებსაც საერთოდ განცხადება არ გაუკეთებიათ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საარჩევნო სიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„გვყავს დეპუტატები, რომლებსაც საერთოდ განცხადება არ გაუკეთებიათ, თუ პარლამენტარი პარლამენტში დღის წესრიგს ვერ ქმნი ქუჩაში როგორ უნდა შექმნა? პიროვნული ტრაგედია იქნება ბევრისთვის, რომ შეიძლება გამოეცალოთ კაბინეტები, მანქანები“, - აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

პატიმარი სააკაშვილის განცხადება, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, ახალმა სახეებმა უნდა მიიღონ, განხილვის თემაა ოპოზიციაში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პარტიას განახლება მართლაც ჭირდება. ნაწილისთვის, კი სააკაშვილის ეს განცხადება, არაფერს ცვლის.