მაკარონის სუპი

მაკარონის სუპი

ინგრედიენტები

2   ცალი მოზრდილი სტაფილო

1   ღერი ნიახური

1   თავი ხახვი

2   კბილი ნიორი

1   ცალი პრასი

2   ს/კ ზეითუნის ზეთი

8   ჭიქა ქათმის ბულიონი ან წყალი

1   ჩ/კ მარილი

1/2  ჩ/კ პილპილი

1/4  ჭიქა ოხრახუში

1   ჩ/კ რეჰანი

1   ჭიქა მაკარონი სპირალი (უმი)

მომზადება

ხახვი წვრილად დაჭერით, ბოსტნეულები კი რგოლებად.

ქვაბში გააცხელეთ ზეთი და ყველა ბოსტნეული ჩაყარეთ. თუშეთ, სანამ ხახვი მსუბუქად არ შეიბრაწება. შემდეგ დაუმატეთ ნიორი და თუშეთ დაახლოებით 1 წუთით.

დაუმატეთ ქათმის ბულიონი ან წყალი და სანელებლები. აადუღეთ.

როცა ადუღდება, დაუმატეთ მაკარონი და ხარშეთ დარბილებამდე.

მიირთვით მომზადებისთანავე.