ინგრედიენტები
3 ს/კ არარაფინირებული ზეითუნის ზეთი
1 თავი დაჭრილი დიდი ყვითელი ხახვი
50 გრამი ესპანური ჩორიზო
350 გრამი დაჭრილი წითელი კარტოფილი
მარილი და პილპილი
3/4 ჭიქა დარილი ოხრახუში
10 ცალი დიდი ათქვეფილი კვერცხი
1 ჭიქა გახეხილი მანჩეგო ან ჩედერი
1 თავი პატარა მწვანე სალათის ფურცელი
1/2 თავი პატარა წითელი ხახვი
მომზადება
გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. გააცხელეთ 1 სუფრის კოვზი ზეთი ღუმელის დიდ ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე. დაუმატეთ ყვითელი ხახვი და თუშეთ 5 წუთით.
დაუმატეთ ჩორიზო (შებოლილი სოსისი) თხლად დაჭრილი ნახევარი მთვარის ფორმით, კარტოფილი, და ½ ჩაის კოვზი მარილი და პილპილი, თუშეთ, დააფარეთ, ურიეთ დროდადრო სანამ კარტოფილი დარბილდება, 10 წუთით.
შეურიეთ ოხრახუში, კვერცხი და კარგად აურიეთ. მოაყარეთ ყველი და მოათავსეთ ღუმელში.
აცხვეთ ომლეტი ყავისფრად შეფერვამდე და აფუებამდე, 15 წუთით.
გაანაწილეთ სალათის ფურცლები და თხლად დაჭრილი წითელი ხახვი თეფშებზე და მოასხით დარჩენილი ზეთი. დაჭერით ომლეტი ნაჭრებად და მიირთვით სალათასთან ერთად.