ინგრედიენტები
1 1/2 ჭიქა ქიშმიში
3/4 ჭიქა შაქარი
115 გრამი კარაქი
2 ცალი კვერცხი
1/2 ჭიქა რძე
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
1 1/2 ჭიქა ფქვილი
2 ჩ/კ გამაფხვიერებელი/საცხობი ფხვნილი
1 ჩ/კ საჭმელი სოდა
მწიკვი მარილი
1/2 ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი
1/4 ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი
მომზადება
დაჭერით კარაქი პატარა კუბიკებად და მოათავსეთ დიდ, სქელძირიან ქვაბში ქიშმიშთან, შაქართან, 2 კვერცხთან, რძესთან და ვანილთან ერთად. დადგით საშუალო ცეცხლზე და ხშირ-ხშირად ურიეთ მანამ, სანამ მასა არ გაცხელდება და შესქელდება, დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში(როცა უკვე ბუშტებს გაიკეთებს). შემდეგ ხუფის გარეშე შედგით მაცივარში, გასაგრილებლად, და გადადით რეცეპტის მორიგ ეტაპზე.
გააცხელეთ ღუმელი 190 C გრადუსზე. მოაცხეთ ცხიმი მაფინების 12 ჭიქის ფორმას.
დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, სოდა, საცხობი ფხვნილი და მწიკვი მარილი. გაუკეთეთ ჩაღრმავება ცენტრში და ჩაასხით უკვე ნელთბილი რძიანი მასა. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შემდეგ ეს ცომი ფორმებში გადაანაწილეთ.
მოათავსეთ ფირფიტა ღუმელის ცენტრში და აცხვეთ თქვენი მაფინები 190 C გრადუსზე 15-17 წუთის განმავლობაში, სანამ დესერტი ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.
გამოცხობისთანავე თანაბრად მოასხით ნეკერჩხლის სიროფი (დაახლოებით 1 ჩაის კოვზი თითოს), მოაყარეთ დაქუცმაცებული ნიგოზი და 10 წუთით ფორმაშივე დატოვეთ. ბოლოს, გადმოიღეთ მაფინები ფორმებიდან და გემრიელად მიირთვით, სანამ გაცივდებოდეს.