ინგრედიენტები
1 ს/კ მცენარეული ზეთი
3 კბილი დაკეპილი ნიორი
1 თავი დაჭრილი ხახვი
1 ცალი დაჭრილი სტაფილო
3 ჭიქა მოხარშული ბრინჯი
1 ჩ/კ მარილი
1/2 ჭიქა გაყინული ბარდა
1/2 ჭიქა მოხარშული სიმინდი
3 ცალი კვერცხი
2 თავი დაჭრილი მწვანე ხახვი
მომზადება
საშუალო ტემპერატურაზე დიდ ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და თუშეთ ნიორი, სტაფილო და ხახვი 4–5 წუთით. ოდნავ მოუმატეთ ტემპერატურას და დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი, მარილი და თუშეთ 3–4 წუთით. დაუმატეთ ბარდა და სიმინდი, კარგად აურიეთ და რამდენიმე წუთით თუშეთ.
ამასობაში, პატარა ტაფაზე საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე შეწვით ერბო კვერცხი. დაქუცმაცებული ერბო კვერცხი და მწვანე ხახვი ბრინჯს დაუმატეთ და მიირთვით მომზადებისთანავე.