ბულგარული წიწაკის სალათა

ბულგარული წიწაკის სალათა

ინგრედიენტები

450   გრამი ბულგარული წიწაკა

1/2  თავი იასამნისფერი ხახვი

2   ს/კ დაჭრილი კამა

2 1/2  ს/კ თეთრი ღვინის ძმარი

3   ს/კ ზეითუნის ზეთი

1/4  ჩ/კ ნივრის ფხვნილი

მარილი გემოვნებით

მწიკვი შავი პილპილი

მომზადებ

სხვადასხვა ფერის ბულგარულ წიწაკას მოაშორეთ ყუნწები და თესლი. გაჭერით სიგრძეზე ორ ნაწილად და შემდეგ ზოლებად დაჭერით. გადაიტანეთ დიდ თასში.

ხახვი თხლად დაჭერით და დაჭრილ კამასთან ერთად ბულგარულ წიწაკას დაუმატეთ.

2 ½ ს/კ ძმარი, 3 ს/კ ზეითუნის ზეთი, ¼ ჩ/კ ნივრის ფხვნილი, მარილი და პილპილი ერთად აურიეთ. ათქვიფეთ ჩანგლით. მოასხით სალათის დაჭრილ ინგრედიენტებს და კარგად ამოურიეთ. მიირთვით მომზადებისთანავე ან მირთმევამდე შედგით მაცივარში.