ინგრედიენტები
1 კგ. ქამა სოკო
1 თავი ხახვი
2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა
1 ცალი მწვანე ცხარე წიწაკა
2 კბილი ნიორი
1 ჩ/კ უცხო სუნელი
1 ჩ/კ ქინძის სუნელი
1 კონა ცოცხალი ქინძი
გემოვნებით მარილი
გემოვნებით პილპილი
გემოვნებით წითელი წიწაკა
მომზადება
სოკოს ხელსახოცით, ფაქიზად მოვაცილოთ ზედაპირი (არ გავრეცხოთ), შემდეგ დავჭრათ ალყა-ალყა და მოვშუშოთ ტაფაზე.
სანამ სოკო კარგად მოიშუშება, მანამდე დავაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილ გრძელ ნაწილებად დაჭრილი ბულგარულები, წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკა, ჩავაჭყლიტოთ ნიორი და განვაგრძოთ შუშვა მანამდე , სანამ სოკო კარგად არ დაიბრაწება.
ბოლოს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი ქინძი და სუნელები. ამოვურიოთ და გემრიელად მივირთვათ.