ვაშლის მაფინები

ვაშლის მაფინები

ინგრედიენტები

2   ჭიქა ფქვილი

1   ჩ/კ გამაფხვიერებელი/საცხობი ფხვნილი

1/2  ჩ/კ საჭმელი სოდა

1/2  ჩ/კ მარილი

1   ჩ/კ დაფქული დარიჩინი

1/2  ჩ/კ დაფქული ჯავზი/მუსკატის კაკალი

115   გრამი კარაქი

1   ჭიქა შაქარი

2   ცალი კვერცხი

1 1/4  ჩ/კ ვანილი

3   ცალი საშუალო ზომის ვაშლი

1/3  ჭიქა ყავისფერი შაქარი

1   ს/კ ფქვილი

1/8  ჩ/კ დარიჩინი

15   გრამი კარაქი

მომზადებ

გააცხელეთ ღუმელი 190C გრადუსამდე. სტანდარტული მაფინების 12-ჭიქიან ფორმას მოაცხეთ ცოტაოდენი ცხიმი.

საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, საცხობი ფხვნილი, სოდა, მარილი, დაფქული ჯავზი და დარიჩინი.

ერთი ვაშლი გახეხეთ, ხოლო დარჩენილი ორი დაჭერით მცირე ზომის კუბიკებად.

დიდი ზომის თასში გათქვიფეთ კარაქი, შაქარი(უკეთესია 1/2 ყავისფერი და 1/2 თეთრი) და 2 კვერცხი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ ვანილი. ჯერ შეურიეთ ვაშლის მასა და შემდეგ მალევე ჩაუმატეთ ფქვილის მშრალი მასაც. გადაანაწილეთ ცომი მაფინების ჭიქებში.

ჯამში ერთმანეთს შეურიეთ 1/3 ჭიქა ყავისფერი შაქარი 1 სუფრის კოვზი ფქვილი და 1/8 ჩაის კოვზი დარიჩინი. შეურიეთ კარაქიც და მიღებული ნამცეცები მოაყარეთ მაფინებს.

აცხვეთ გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ მაფინები 5 წუთით დატოვეთ ფორმებში და შემდეგ გადმოიღეთ ცხაურზე კარგად გასაცივებლად.