თითქმის ათი წელიწადია, რაც საეკლესიო-საზოგადოებრივ ასპარეზიდან განიდევნა კირიონ მღვდელმთავარი, ქართველ საზოგადოებასა და მწერლობაში კირიონ ეპისკოპოსის სახელით ცნობილი, - მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო ეკლესიის დამოუკიდებლობას გამოესარჩლა.
მას შემდეგ პატივცემული მღვდელმთავარი ერთი მონასტრიდან მეორეში გადაჰყავდათ, უეპარქიოდ, ვითარცა დასჯილი... და სულგრძელი მღვდელმთავარი გულხელდაკრეფილი არა ყოფილა: დევნისა და თავისუფლების მოსპობის ჟამსაც სამშობლო ქვეყნისა და ეკლესიის სასარგებლოდ მუშაობდა, სწერდა სხვა და სხვა სამეცნიერო შრომებს და ელოდა ივერიის ეკლესიის თავისუფლებას.
ბოლოს მაინც სიმართლემ გაიმარჯვა და უმაღლესი ბრძანებით ივერიის ეკლესიის ნაამაგდარი მღვდელმთავარი შეწყნარებულ იქმნა: იგი გაამწესეს პოლოცკის დამოუკიდებელ ეპარქიის ეპისკოპოსად.
ამ მოვლენამ ბევრს იმედი აღუძრა: ალბათ ივერიის ეკლესიის დამოუკიდებლობის საქმეც მომწიფებულაო.
მაგრამ ნუ ავჩქარდებით: როგორც ეკლესიის, ისევე სხვა თავისუფლებათა მიღება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ამას ხალხი - ერი მოითხოვს.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას