ინგრედიენტები
ლიმონი
მარილი
მომზადება
ლიმონი საგულდაგულოდ გარეცხეთ. ყოველი ლიმონი სათითაოდ ზემოდან ხელის დაჭერით გააგორეთ მაგიდაზე. ამით შიდა მემბრანები დაზიანდება და ლიმონი უფრო მეტ წვენს გამოიღებს. ლიმონი ჩავჭრათ საკმარისად ღრმად ჯვარისებურად, მაგრამ ისე რომ მთლიანობა არ დაკარგოს, დაახლოებით 3 სანტიმეტრი დავტოვოთ ბოლოში.
დაამარილეთ ლიმნის თითოეული ნაჭერი, თითოეულ ნაჭერზე 1 სუფრის კოვზი დაგჭირდებათ. ანუ თითო ლიმონზე 4 სუფრის კოვზი.
ლიმონი ჩავალაგოთ ქილაში ძალიან მჭიდროდ, წვენის გამოსაშვებად (მე ამისთვის ვიყენებ კარტოფილის საჭყლეტს).
შემდეგი 2-3 დღის განმავლობაში გააგრძელეთ ლიმონზე დაწოლა წვენის გამოსაშვებად, თუ გამოშვებული წვენი არასაკმარისია, ასეთ შემთხვევაში დაამატეთ ახლად დაწურული ლიმონის წვენი. ლიმონი სრულად უნდა იყოს დაფარული თავის წვენში. ქილა დადგით გრილ ადგილას ან შედგით მაცივარში. 2-3 კვირის შემდეგ ლიმონები მზად იქნება.
ლიმონის კანი რომ დარბილდება ნიშნავს რომ მზადაა და შეგიძლიათ მისი დაგემოვნება. ბანკიდან ამოღებისას ლიმონს აუცილებლად გადაავლეთ წყალი ზედმეტი მარილის მოსაშორებლად, დანით კი მოაცალეთ დარჩენილი რბილობი. დაჭერით გრძლად ან კუბიკებად და მიიტანეთ მაგიდასთან ნებისმიერ საჭმელთან ერთად, რასაც ლიმონი უხდება.
ლიმონის დამარილებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი ინგრედიენტები:
დაფნის ფოთოლი
ქინძი
გამხმარი ჩილის წიწაკა
დარიჩინის ჯოხი
მათი გამოყენება სავალდებულო არ არის, თუმცა ლიმონს თავისებურ გემოს და არომატს აძლევს.