პიცა სახლის პირობებში

პიცა სახლის პირობებში

ინგრედიენტები

2 1/2  ჭიქა ფქვილი

1   ჩ/კ მშრალი საფუარი

1   ჩ/კ შაქარი

100   მლ/ლ წყალი

1 1/2  ს/კ მცენარეული ზეთი

1/3  ჩ/კ მარილი

2   ცალი ქათმის ფილე

1   თავი ხახვი

2   ცალი პომიდორი

10   ცალი სოკო შამპინიონი/ქამა

1   ცალი ბულგარული წიწაკა

3   ს/კ ტომატის სოუსი

200   გრამი ყველი მოცარელა

150   გრამი მაგარი ყველი

მომზადება

გაალღვეთ საფუარი თბილ წყალში.

ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ მარილი , შაქარი. მოასხით გამლღვალი საფუარი და მცენარეული ზეთი. შეურიეთ და მოზილეთ ცომი.

დაამრგვალეთ ცომი, გადააფარეთ სუფთა ნაჭერი და დადგით 1 საათი, სანამ ცომი კარგად არ ამოვა.

ამასობაში ქათმის ფილეს ნაჭრებს მოაყარეთ მარილი და წიწაკა, სწრაფად შებრაწეთ ზეთში ყველა მხრიდან და შემდეგ შედგით ღუმელში, სანამ ბოლომდე არ მომზადდება. ბოლოს, გააგრილეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად.

ამოსული ცომი გააბრტყელეთ და გადაიტანეთ საცხობ ლანგარზე(მოაყარეთ ფქვილი), წაუსვით ზემოდან პამიდვრის სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი მოცარელა. ზემოდან ლამაზად მოაწყვეთ დაჭრილი ქათმის ფილე, დაჭრილი სოკო და ხახვი, პომიდორი და მწვანე ბულგარული წიწაკა.

პიცას მოაყარეთ გახეხილი მაგარი ყველი და აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში წინასწარ 200ᵒ С-მდე გახურებულ ღუმელში.