ინგრედიენტები
3 ცალი კიტრი (თესლგაცლილი)
3/4 ჭიქა დაჭრილი მწვანე ხახვი
1 ს/კ ლიმონის წვენი
1 ჩ/კ ლიმონის ცედრა
1 ჩ/კ ზღვის მარილი
1/2 ჩ/კ ახლად დაფქული პილპილი
1 1/2 ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი
1/2 ჭიქა არაჟანი
მომზადება
კიტრი, მწვანე ხახვი, ლიმონის წვენი და ცედრა, ზღვის მარილი, პილპილი და ბოსტნეულის ბულიონი მოათავსეთ ბლენდერში ან სამზარეულოს კომბაინში და თქვიფეთ პიურეს მიღებამდე.
დაუმატეთ არაჟანი და კარგად შეურიეთ. შედგით მაცივარში და გააცივეთ დაახლოებით 1 საათით.
მორთეთ დაჭრილი კიტრით, მწვანე ხახვით და ლიმონის ცედრით. გემრიელად მიირთვით და გაგრილდით!