ლობიოსა და სიმინდის სალათა

ლობიოსა და სიმინდის სალათა

ინგრედიენტები

1/3  ჭიქა ახალი ლაიმის წვენი

1/2  ჭიქა ზეითუნის ზეთი

1   კბილი დაკეპილი ნიორი

1   ჩ/კ მარილი

1/8  ჩ/კ დაფქული კაიენის წიწაკა

2   ქილა შავი ლობიო

1 1/2  ჭიქა სიმინდის მარცვლები

1   ცალი ავოკადო

1   ცალი წითელი ბულგარული წიწაკა

2   ცალი დაჭრილი პომიდორი

6   ცალი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი

1/2  ჭიქა დაჭრილი ახალი ქინძი

მომზადებ

მოათავსეთ ლაიმის წვენი, ზეითუნის ზეთი, ნიორი, მარილი და კაიენის წიწაკა პატარა ქილაში. დაახურეთ თავსახური და ანჯღრიეთ კარგად შერევამდე.

სასალათე თასში აურიეთ გარეცხილი და გაწურული შავი ლობიო(425 გრ.) , სიმინდის მარცვლები, გათლილი, თესლგაცლილი და დაჭრილი ავოკადო, დაჭრილი ბულგარული წიწაკა, პომიდორი, მწვანე ხახვი და ქინძი(სურვილისამებრ). შეანჯღრიეთ ლაიმის საკმაზი და მოასხით სალათს. კარგად აურიეთ სალათი, რათა საკმაზი და ბოსტნეული კარგად შეერიოს, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!