ყვავილოვანი კომბოსტოს საცივი

ყვავილოვანი კომბოსტოს საცივი

ინგრედიენტები

1   ცალი საშუალო ყვავილოვანი კომბოსტო

3   თავი თეთრი ხახვი

300   გრამი ნიგოზი

4   კბილი ნიორი

1/4  ჩ/კ დაფქული მიხაკი

1/4  ჩ/კ დაფქული დარიჩინი

1   ჩ/კ უცხო სუნელი

1   ჩ/კ ყვითელი ყვავილი

1   ჩ/კ ხმელი ქინძი

1   ჩ/კ ცხარე წითელი წიწაკა

1   ს/კ კოვზი ძმარი

4   ს/კ ზეთი

ანადუღარი წყალი საჭიროებისამებრ

მარილი გემოვნებით

ბროწეულის მარცვლები გასაფორმებლად

მომზადებ

გარეცხეთ ყვავილოვანი კომბოსტო და დაანაწევრეთ ღეროებად. ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში.

ამასობაში ერთად გაატარეთ ნიგოზი და ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში. მოათავსეთ ჯამში და ჩაუმატეთ მიხაკი, დარიჩინი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა და მარილი. ეს ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ჩაუმატეთ ძმარი და გაციებული ანადუღარი წყალიც მაშინთვე. მუდმივად ურიეთ და თან უმატეთ წყალი მანამ, სანამ თხელი არაჟნის სისქის მასას არ მიიღებთ.

დაჭერით ხახვი თხელ რგოლებად და საშუალო ცეცხლზე შეწვით ზეთში, სანამ არ შეყავისფერდება. შემდეგ ჩაუმატეთ მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო და შეწვით დამატებით 5 წუთით. თან დროგამოშვებით ურიეთ.

ხახვში მომზადებულ ყვავილოვანი კომბოსტოს მოასხით ნიგვზიანი მასა, აცალეთ კარგად გაცივება და გემრიელად მიირთვით!

უკეთესი არომატისთვის, ნიგვზიანი მასის მომზადებამდე დანაყეთ ნიგოზი, ხელით გამოწურეთ ზეთი და მომზადებულ კერძს ჩაუმატეთ! სურვილისამებრ გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით.