ამ ბოლო დროს მოსკოვის ადგილობრივმა აგენტებმა გააძლიერეს ბრძოლა ქართული ლიტერატურისა და მწერლების წინააღმდეგ.
ჯერ იყო და დააპატიმრეს პოეტი იოსებ გრიშაშვილი იმ ლექსისთვის, რომელიც რამდენიმე წლის წინათ დაუწერია და სადაც მოღალატებზეა ლაპარაკი. ალბათ „ქურდს ქუდი ეწვის“.
შემდეგ ლიტერატურულ საღამოებზე მიიტანეს იერიში. დარაზმეს კომსომოლისტები (რუსის და სომხის ბიჭები), და შეუსიეს თეატრებს.
ვარლამ რუხაძეს საღამოზე ოცდაათმა ასეთმა ნაძირალამ ასტეხა ალიაქოთი და საშუალება არ მისცა წამყვანს სიტყვა დაესრულებინა.
გიორგი ქუჩიშვილის საღამოზე კი უფრო მომზადებული მივიდნენ და საღამო ჩაშალეს, პოეტებს სკამები დაარტყეს. ამ რიგათ ქართველ მუშათა ნამდვილ პოეტებს რუსის წითელ არმიელები მიუსიეს. რას იტყვიან ამაზე ქართველი მუშები - კომუნისტები.
ამ დღეებში დაკეტეს ორი გაზეთი, „ლაშარი“ და „საქართველოს სამრეკლო“. ორივე პოლიტიკის გარეშე იდგა და მხოლოდ საქართველოს კულტურის დაცვას ემსახურებოდა.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას