(იბეჭდება შემოკლებით)
კახა ლომაია, განათლების მინისტრი:
„პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ყველამ გავიაზროთ რა მოხდა, რას ავცდით და სად მივდივართ...
საქართველომ თავი დააღწია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებას, რომელშიც უცხოეთის სპეცსამსახურები, იმავე ქვეყანაში წარმოშობილი ოლიგარქი და ზოგიერთი ქართული ოპოზიციური ჯგუფი მონაწილეობდა.
ეს შეთქმულება უნდა განხორციელებულიყო მასობრივი არეულობების ინსპირირების გზით, რომელიც მოიტანდა ხელისუფლების სრულ პარალიზებას, დამბლას და ამის შემდეგ ძალაუფლებას ხელში აიღებდა პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი.
არ ვიცი, ეს ჯგუფი რას მოიმოქმედებდა, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილი და არკადი პატარკაციშვილი, რა თქმა უნდა, ამ ჯგუფის ნაწილი იყვნენ.“