მარტივი მსხლის ნამცხვარი

მარტივი მსხლის ნამცხვარი

ინგრედიენტები

4   ცალი პატარა მწიფე მსხალი

250   გრამი კარაქი

1   ცალი ლიმონის ცედრა

250   გრამი შაქარი

1/4  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

4   ცალი კვერცხი

250   გრამი ფქვილი

1/2  ჩ/კ გამაფხვიერებელი

მწიკვი მარილი

მომზადებ

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. წაუსვით ცხიმი 24 სმ ზომის მრგვალ საცხობ ლანგარს.

მიქსერით კარაქი (ოთახის ტემპერატურის) და შაქარი ფაფუკი და თეთრი ფერის მასის მიღებამდე თქვიფეთ.

შეურიეთ კვერცხი სათითაოდ. დაუმატეთ ვანილი და ლიმონის ცედრა.

სხვა თასში ერთად ჩაცერით ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი.

ფქვილის ნაზავი კვერცხის ნაზავს ნელ–ნელა შეურიეთ. ზედმეტი თქვეფა საჭირო არაა.

ცომის ნახევარი გამზადებულ საცხობ ლანგარზე დაასხით. მოალაგეთ გათლილი და პატარა კუბიკებად დაჭრილი მსხალი. დაასხით ცომის დარჩენილი ნახევარი.

აცხვეთ დაახლოებით 60 წუთით, ან სანამ ნამცხვრის ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ.

მირთმევამდე მოაყარეთ შაქრის პუდრა.