ინგრედიენტები
6 ცალი ნიჟარიანი დიდი ხამანწკა
3 კბილი ნიორი
1 ს/კ ოხრახუშის ფოთლები
პაპრიკა გემოვნებით
2 ს/კ გამდნარი მარილიანი კარაქი
ლიმონის ნაჭრები
მომზადება
პირველ რიგში, დანის დახმარებით გახსენით ხამანწკების ნიჟარები.
ნახევარ ნიჟარაში დარჩენილ ხამანწკებს მოაყარეთ დაკეპილი ნიორი, დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები და შეაზავეთ პაპრიკით. გადაანაწილეთ გამდნარი კარაქი თითოეულ ხამანწკაში.
წვით გრილზე 5–8 წუთით, ან თქვენთვის სასურველ ზომამდე. მიირთვით მომზადებისთანავე. მირთმევამდე შეგიძლიათ ლიმონის წვენი მოასხუროთ. გემრიელად მიირთვით!