ვაშლის კრუასანები

ვაშლის კრუასანები

ინგრედიენტები

250   გრამი კრუასანის მზა ცომი

5   ს/კ ვაშლის ხილფაფა

სურვილისამებრ დარიჩინი/დაფქული მიხაკი

2   ს/კ თხილი

1   ჩ/კ შაქარი

მწიკვი დარიჩინი

მომზადება

გააცხელეთ ღუმელი 200°C-მდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.

გააბრტყელეთ კრუასანის ცომი და დაჭერით თანაბარი ზომის ექვს სამკუთხედად.

ვაშლის ხილფაფას სურვილისამებრ შეურიეთ ცოტა დაფქული დარიჩინი ან მიხაკი, წაუსვით ცომის ნაჭრებს და განიერი მხრიდან გადაახვიეთ.

დაჭრილ თხილს შეურიეთ შაქარი და ცოტა დარიჩინი და მოაყარეთ კრუასანებს.

გამზადებული კრუასანები ფირფიტაზე დააწყვეთ და აცხვეთ 12-15 წთ.