ვენური აის-ყავა

ვენური აის-ყავა

ინგრედიენტები

1/5  ლიტრი ტკბილი ყავა

50   გრამი ნაყინი

1/4  ნაჭერი ვაფლი

მომზადება

ყავა ავთქვიფოთ ნაყინთან ერთად და მაცივარში კარგად გავაცივოთ.

ჩავასხათ მინის მაღალ ჭურჭელში და გარნირად ცოტაოდენი ათქვეფილი არაჟანი და ვაფლი დავუმატოთ.

ვაფლთან ერთად ასევე შეგვიძლია, რომ ყავას ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი ან მოვასხათ მურაბის წვენი.