ადმირალი სოკოლოვი, რომელიც გუშინ უკრაინამ მოკლულად გამოაცხადა, დღეს თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე იმყოფებოდა

ადმირალი სოკოლოვი, რომელიც გუშინ უკრაინამ მოკლულად გამოაცხადა, დღეს თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე იმყოფებოდა

ამის შესახებ ინფორმაციას შესაბამის ვიდეოსთან ერთად რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი" ავრცელებს  

გუშინ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობამ და შემდეგ მასზე დაყრდნობით სხვადასხვა ქვეყნის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 22 სექტემბერს სევასტოპოლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად მოკლეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაური ვიქტორ სოკოლოვი.

დღეს რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომას სხვებთან ერთად ესწრებოდა  შავი ზღვის ფლოტის სარდალი ვიქტორ სოკოლოვი.