ვოლსკი სანიკიძეზე: მეორე ფრონტის გახსნის იდეა არსებობს - ამ თემით თავს აწონებენ შინაურ და გარეულ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება დავარქვათ გლობალური ომის პარტია

ვოლსკი სანიკიძეზე: მეორე ფრონტის გახსნის იდეა არსებობს - ამ თემით თავს აწონებენ შინაურ და გარეულ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება დავარქვათ გლობალური ომის პარტია

ეს არის იდეა, რომლის ტრენდი შეიქმნა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ ჩვენ თავს ვირცხვენთ და ჯობია ბომბები გვეცემოდეს თავში - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გუბაზ სანიკიძის განცხადების შეფასებისას განაცხადა და  ოპოზიციონერი დეპუტატის სიტყვებს „პოლიტიკური დანაშაული“ უწოდა.

„ეს არის იდეა, რომლის ტრენდი შეიქმნა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ ჩვენ თავს ვირცხვენთ და ჯობია ბომბები გვეცემოდეს თავში. პოლიტიკურად უდიდესი დანაშაულია ის თემა, რასაც ჰქვია არ მორიდება ჩვენი მოსახლეობისა, რომელიც სომხური ეთნოსის არის. იგივე აზერბაიჯანელების, რომელთა აი ასე შექება, აგრესიისკენ მოწოდება ირიბად შეიძლება წავიკითხოთ ამ განცხადებაში; დამოკიდებულება აფხაზების, ცხინვალის რეგიონის მიმართ და, რაც მთავარია, ამ შექმნილ ვითარებაში მეორე ფრონტის გახსნის იდეა არსებობს, არსებობდა და, ვფიქრობ, ამ თემით თავს აწონებენ შინაურ და გარეულ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება დავარქვათ გლობალური ომის პარტია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.