Mcdonald’s ჰამბურგერი

Mcdonald’s ჰამბურგერი

ინგრედიენტები

60   გრამი საქონლის ხორცის ფარში

1   ცალი ჰამბურგერის პური

გემოვნებით მარილი

1   ს/კ კეჩუპი

1/2  ჩ/კ მდოგვი

1   ჩ/კ წვრილად დაჭრილი ხახვი

3   ნაჭერი კიტრის პიკული

1   ს/კ ზეთი კატლეტისთვის

მომზადებ

ფარშისაგან გააკეთეთ გუნდა, შემდეგ დააბრტყელეთ დაახლოებით 7 მმ სისქეზე.

მიღებული კატლეტი ტაფაზე საშუალო ცეცხლზე თითოეულ მხარეს 2–2 წუთით წვით. წვისას ორივე მხარეს მარილი მოაყარეთ.

ბურგერის პურის ზედა ნაწილზე გადაუსვით კეჩუპი, მდოგვი და ხახვი ამ თანმიმდევრობით და დაადეთ მჟავე კიტრის თხელი ნაჭერი.

შემწვარი კატლეტი ბურგერის პურის ქვედა ნაწილზე მოათავსეთ, კატლეტიანად ზედა ნაწილს დაადეთ, შემდეგ კი ჰამბურგერი მთლიანად გადმოაბრუნეთ.

მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე 10–15 წამით.