ბრაზილიური ლიმონათი

ბრაზილიური ლიმონათი

ინგრედიენტები

7   ჭიქა ცივი წყალი

3/4  ჭიქა შაქარი

1   ჭიქა ლაიმის წვენი

1   ს/კ ლაიმის ცედრა

1/2  ჭიქა დამტკბარი შესქელებული რძე

ყინულის კუბიკები

მომზადება

დიდ თასში 7 ჭიქა ცივი წყალი და ¾ ჭიქა შაქარი აურიეთ.

ბლენდერში 1 ს/კ ლაიმის ცედრა და 1 ჭიქა ლაიმის წვენი მოათავსეთ. ჩაასხით 3 ჭიქა შაქრიანი წყალი ბლენდერში (ან იმდენი, რამდენიც თქვენს ბლენდერში ჩაეტევა).

დაუმატეთ ½ ჭიქა დამტკბარი შესქელებული რძე. თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ დარჩენილი შაქრიანი წყალი. მიირთვით ყინულის კუბიკებთან ერთად.