კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით მიმართავს პარლამენტარ ქალებს, რომლებიც გუშინ, მინისტრის საათის ფორმატში ტრიბუნასთან მდგარ კულტურის მინისტრს მიეჭრნენ.
"ამ ქალბატონებზეა ნათქვამი:
"რაც ესიზმრებოდათ ის ელანდებოდათ!"-ო
თქვენ რასაც ეტრფით გოგოებო, იმას პარლამენტის დარბაზში საჯაროდ ვერ მოგართმევენ, ამიტომ გემს გაყევით გოგოებო, რუსულ გემს. ოკუპანტის ენა კარგად გცოდნით, საწადელს გზად მიაგნებთ, თქვენც გაილაღებთ და ქვეყანაც მოისვენებს!", - წერს ხაინდრავა.
https://x.com/KhaindravaGoga/status/1704786803629121907?t=EHweokzr2dPE87w6qs81jw&s=08