ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს გავლით შუა აზიიდან და ჩინეთიდან ტვირთების ბრუნვა იზრდება და სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ანაკლიის პორტის მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს გავლით შუა აზიიდან და ჩინეთიდან ტვირთების ბრუნვა იზრდება და სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ანაკლიის პორტის მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია

ეკონომიკის მინისტრი ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით წინამოსამზადებელი და შესაძლო ინვესტორების შერჩევის პროცესი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„საქართველოს გავლით შუა აზიიდან და ჩინეთიდან ტვირთების ბრუნვა იზრდება და სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ანაკლიის პორტის მიმართ დაინტერესება წინა წლებთან განსხვავებით ძალიან მაღალია“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს ეკონომიკის მინისტრს. ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.