პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როდესაც პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში უმნიშვნელო ცვლილება შეიტანა პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასთან დაკავშირებით, მაშინ უმრავლესობას ჰქონდა ინფორმაცია ვიცე-პრეზიდენტებთან დაკავშირებით, რომ კრიტიკულ პერიოდში ისინი წავიდოდნენ ამ ინსტიტუციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„თქვენ გახსოვთ, აბსოლუტურად უწყინარი ცვლილება შევიტანეთ თავის დროზე ეროვნული ბანკის შესახებ კანონში და შემოვიტანეთ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. გახსოვთ, რამხელა ამბავი ატეხეს ამასთან დაკავშირებით. ჩვენგან მოტივაცია გეტყვით რა იყო. გვქონდა ინფორმაცია ვიცე-პრეზიდენტებთან დაკავშირებით, რომ კრიტიკულ პერიოდში ისინი წავიდოდნენ ამ ინსტიტუციის წინააღმდეგ და სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამიტომ შევიტანეთ ეს ცვლილება თავის დროზე კანონში და როგორც ჩანს, იმ ადამიანებსაც, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს, მათაც ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაცია. მათ სურდათ საბოტაჟი. დღეს ხომ გამოჩნდა ყველაფერი. ამაზე ღიად გვქონდა მაშინ საუბარი უმრავლესობის წევრებთან. სამწუხაროდ, კრიტიკულ მომენტში სამივე ვიცე-პრეზიდენტი წავიდა ინსტიტუციის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცოდით, რომ მათ ჰქონდათ მძიმე ვალდებულებები, ყოველგვარი კონკრეტული ინფორმაციების გარეშე.
ეროვნული ბანკი 20 სექტემბერს საბჭოს სამმა წევრმა, ვიცეპრეზიდენტებმა - ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ დატოვა.