ზელენსკის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადების გამო, პოლონეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს

ზელენსკის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადების გამო, პოლონეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადების გამო, პოლონეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ "ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ევროპაში სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულის მიწოდებას თრილერად აქცევს, ისინი ეხმარებიან მოსკოველი მსახიობისთვის სცენის მომზადებაში".

პოლონეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ პოლონეთისადმი მიმართული ეს თეზისი მცდარია და განსაკუთრებით გაუმართლებელი იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან უჭერს მხარს.