უკრაინა კაცს ჰგავს, რომელიც იხრჩობა და, რომელმაც შესაძლოა, ფსკერზე დაგვიყვანოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდნეტის თქმით, დახრჩობისას ადამიანს პირადი შიშის გამო და ადრენალინის გავლენით წარმოუდგენელი ძალა აქვს და შესაძლოა, დაახრჩოს ადამიანი, რომელიც მას ეხმარება.
„ეს ცოტათი ჰგავს სიტუაციას პოლონეთსა და უკრაინას შორის. უკრაინა რუსეთის თავდასხმის ქვეშ იმყოფება, უდავოდ ძალიან რთულ ვითარებაშია, ეჭიდება, რასაც შეუძლია. უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ დავიცვათ თავი დახრჩობის ზიანისგან? რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ დავიცვათ თავი დახრჩობისგან, რომელიც ზიანს გვაყენებს, რადგან ადამიანი, რომელიც იხრჩობა, თუ გვაზარალებს და დაგვახრჩობს, დახმარებას ვერ მიიღებს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ ინტერესებზე და ამას ეფექტურად, გადამწყვეტად გავაკეთებთ“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტმის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავდა, მაგრამ ეს „ორგანიზაციული მიზეზების გამო“ ვერ შეძლო.