გიორგი ჩაკვეტაძე: კოლექტიურ „ნაცებს“ ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ და არეულობას მიაღწიონ

გიორგი ჩაკვეტაძე: კოლექტიურ „ნაცებს“ ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ და არეულობას მიაღწიონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე Facebook-ზე წერს.

„დღეს ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახდა. მტკიცებულებებს ითხოვდნენ არეულობას სად ვაპირებთო და თვითონვე აღიარეს.

კოლექტიურმა ნაცებმა რუსები იძახეთ თქვენს პარტიებში და ერთმანეთს დაუძახეთ ხოლმე. ვისაც არ ახსოვს საქართველოს რა დამართნეს, ამით გაახსენებთ.

ამ ხალხს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვიონ და არეულობას მიაღწიონ.

რა გეგმებსაც აჟღერებენ, არავინ აპირებს რომ გავუტაროთ. სახელმწიფო და საზოგადოება იდგება ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე!“