ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი რამ ამოძრავებს, რომ როგორმე ქვეყანაში სიტუაცია არიოს და საქართველო უკრაინიზაციისკენ წაიყვანოს, რაზეც ღიად საუბრობენ

ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი რამ ამოძრავებს, რომ როგორმე ქვეყანაში სიტუაცია არიოს და საქართველო უკრაინიზაციისკენ წაიყვანოს, რაზეც ღიად საუბრობენ

რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი რამ ამოძრავებს, რომ როგორმე ქვეყანაში სიტუაცია არიოს და საქართველო უკრაინიზაციისკენ წაიყვანოს, რაზეც ღიად საუბრობენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„გუშინ ეთერში ისმენდით, როგორ ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ჯობია კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს ქვეყანას. პირდაპირ ხოშტარია და ჯაფარიძე ისხდნენ და საუბრობდნენ ამაზე. ერთადერთი რამ ამოძრავებთ და აინტერესებთ, რომ როგორმე სიტუაცია არიონ ქვეყანაში. სხვანაირად როგორ შეიძლება ასე ღიად საუბარი. ადრე წამოცდენები მაინც ჰქონდათ ხოლმე და ახლა ღიად საუბრობენ იმაზე, რომ უმჯობესია ქვეყანას არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ყველაფერს ავლენენ, ამჟღავნებენ, ერთადერთი სურვილი აქვთ, როგორმე არიონ ქვეყანა. უკრაინიზაციაზე აბოდებთ უბრალოდ და უნდათ ამ ქვეყნის უკრაინის ბედში გახვევა, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე და სწორედ ამიტომ არის დაცული ადამიანის უფლებები, რომ უკრაინიზაციისკენ არ წავიდეთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე“, - აღნიშნა კობახიძემ.