არჩილ თალაკვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკომისიას ჰქონდეს სრული საფუძველი საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, დანარჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია

არჩილ თალაკვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკომისიას ჰქონდეს სრული საფუძველი საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, დანარჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია

ვხედავთ ფრთას, რომელსაც არ უნდა რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებაც იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ევროკომისიას ჰქონდეს სრული საფუძველი საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.

„ჩვენ, ყველა სამართლიანი კრიტერიუმით ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუს და ვთვლი, რომ დღესაც საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ევრორეკომენდაციების მიხედვით დიდი სამუშაო შესრულდა, ჩვენ გავაკეთეთ და შემოდგომის ბოლომდე კიდევ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ევროკომისიას ჰქონდეს სრული საფუძველი საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, დანარჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Aburjga Tasmanieli არჩილ რაღაცას ნუ ბლატაობ!!! თქვნ და ევროკავშირს აქ, საქართველოში გეი - ლგბტ ტოლერანტობას არავინ დაგანერგინებთ, ვერც კანონებს მიიღებთ და ვერც გეიპრაიდს ჩაატარებთ რეალურად! ის კი არა რაც უმსგავსო, ანტიმართლმადიდებლური კანონები გაქვთ მიღებული იმასაც გაგაუქმებინებთ ქართველი ხალხი! ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თუ ამ ზნედაცემულმა ევროპამ ეს კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭა ამით კიდევ მეორე დიდ კომბალს მოიპოვებს საქართველოს დასაჟანტაჟებლად და იმის მუქარით ახლა შეგიჩერებთ კანდიდატის სტატუსს, შეგიჩერბთ უვიზო მიმოსვლას... ნებისმიერ დროს დაგვაშანტაჟებენ ისე რომ ამა წლის 7 მარტი უვერტიურად მოგეჩვენებათ!
1 წლის უკან