შალვა პაპუაშვილი: ქვეყნის შიგნიდან და გარედან, პრეზიდენტზე მიდიოდა და მიდის პირდაპირი ზეწოლა შეწყალების გამოყენებაზე - ამაში ფულია გადახდილი

შალვა პაპუაშვილი: ქვეყნის შიგნიდან და გარედან, პრეზიდენტზე მიდიოდა და მიდის პირდაპირი ზეწოლა შეწყალების გამოყენებაზე - ამაში ფულია გადახდილი

ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნიდან და გარედან, პრეზიდენტზე მიდიოდა და მიდის პირდაპირი ზეწოლა შეწყალების გამოყენებაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა

მისივე განმარტებით, ნიკა გვარამიას შეწყალება იყო პირდაპირი ზეწოლის შედეგი.

„მართალია, პრეზიდენტი არ აღიარებს, მაგრამ მან თქვა, რომ ის განმარტების გაკეთებას არ აპირებს ქართველი ხალხის წინაშე და შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ამ შეწყალება თურმე უთანხმებდა ევროპარლამენტის წევრებს. მათ თავად თქვეს, რომ წინასწარ იცოდნენ, პრეზიდენტი ნიკა გვარამიას რომ იწყალებდა. ქართველმა ხალხმა ეს არ იცოდა და ევროპარლამენტის რომელიღაც წევრმა იცოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, იმის თქმა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება არის დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი, არის ქართველი ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა.

შეკითხვაზე, ელოდება თუ არა პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ზეწოლა დიდია და ამისთვის ფული იხარჯება.

„ცხადი ისტორიაა, რასაც ვუყურებთ, რომ მიდის ზეწოლა არა მხოლოდ პრეზიდენტზე, არამედ სხვადასხვა შტოზე. ვნახეთ, რომ ამაში ფულია გადახდილი. ამერიკაში არსებული ე.წ რუსული კანონის წყალობით გავიგეთ, რომ ფული იხარჯება იმისთვის, რათა მოისყიდონ პოლიტიკოსები, ევროპარლამენტს შეუცურონ რეზოლუციის ტექსტები და ა.შ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

არაგველი641 საბჭოთა კავშირში და ახლანდელ ზოგიერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში როგორი კორუფციაც არის ყველამ ვიცით, მაგრამ ევროპაშიც რომ ყოფილა კორუფცია ეს ახლა გამოჩნდა. ისიც კარგად ჩანს რომ სააკაშვილმა თავისი "წვლილი" შეიტანა ევროპული კორუფციის განვითარებაში. კუბილიუსები და ძმანი მათნი ამის ნათელი მაგალითია.
1 წლის უკან