საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. უმნიშვნელოვანესია გავაგზავნოთ მხარდაჭერის სიგნალი, რომ საქართველო არაა მარტო, რომ მხარს ვუჭერთ თქვენს ინტეგრაციას. რაც შეეხება სტატუსზე გადაწყვეტილებას, ნათელია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს ასეა, მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ფაქტებზე დაყრდნობით, რეალობის გათვალისწინებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, კრისტიან ტერეშმა განაცხადა.
„ამიტომ ჩემთვის მიუღებელია და არ მომწონს, როდესაც პოლიტიკური შეუსაბამობების ექსპორტი და თქვენი ქვეყნის დასჯა ხდება, რადგან ზოგიერთ პოლიტიკოსს ბრიუსელში თუ სტრასბურგში აზრთა სხვადასხვაობა აქვთ ზოგიერთ საკითხზე. ჩვენ შეიძლება ვთანხმდებოდეთ ან არ ვთანხმდებოდეთ, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები და ეს არის დემოკრატიული პროცესი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელმაც ბევრი რამ გამოიარა, ჰქონდა ომი, რუსეთის იმპერიალისტური ქცევებით დაზარალდა და არ არის სამართლიანი დავსაჯოთ ისევ ქვეყანა, ქართველი ხალხი და არ მივიღოთ საჭირო პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროპულ ინტეგრაციაზე. უნდა იყოთ ამაყი თქვენი ქვეყნით. საოცარი ქვეყანა გაქვთ. ვიყავი საქართველოში და შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა ტერეშმა.