შეხვედრა საკონკურსო კომისიის წევრებთან

შეხვედრა საკონკურსო კომისიის წევრებთან

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეს სპეციალური კომისიის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

მოქანდაკეებისა და არქიტექტორებისგან დაკომპლექტებული კომისიის წევრები თავდაცვის სამინისტროს წარმომადენლებს შეხვდნენ. მათ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის რეკონსტრუქციისათვის გამარჯვებული უნდა გამოავლინონ. საკონკურსო წინადადებების მიღება 24 სექტემბერს 18 საათზე დასრულდება. კონკურსის დასრულების შემდეგ მოხდება ექსპონატების გამოფენა და საზოგადოებას მათი ხილვისა და შეფასების საშუალება მიეცემა. საზოდაოებრივი აზრის გათვალისწინებით, კომისიის წევრები იმსჯელებენ და წარმოდგენილი ნამუშევრებიდან საუკეთესოს შეარჩევენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის რეკონსტრუქციისთვის კონკურსი ერთი თვის წინ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეებს საშუალება ქონდათ წარმოედგინათ მემორიალის დიზაინის ესკიზური ნახაზები, რენდერები და მაკეტი.