შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში მოქმედ სასტუმრო „პარადაისი“-ს და საუნა „გზა 2020“-ს დროებით მფლობელებს: 1977 წელს დაბადებულ ცირა მ-ს, 1959 წელს დაბადებულ ქეთევან მ-ს, 1978 წელს დაბადებულ რამაზ ქ-ს და 1950 წელს დაბადებულ ნუგზარ შ-ს ბრალი პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ფაქტზე წაუყენეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთხივე ბრალდებული თბილისში, სასტუმრო „პარადაისი“-ში და საუნა „გზა 2020“–ში ოთახებს პროსტიტუციისათვის აქირავებდნენ.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254–ე მუხლით).